Thursday, April 14, 2011

ბიბლიოთეკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-1 ჯგუფის სტუდებტებს სალექციო კურსში „ საინფორმაციო წიგნიერება“ დაგვჭირდა გარკვეული ტექსტური ინფორმაციის მოძიება ჩვენს მიერვე არჩეული თემების დასამუშავებლად...
ამისათვის მე, პირველ რიგში, მივედი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში... რეგისტრაციისთვის მომთხოვეს 1 ფოტო 3x4-ზე მეც გადავიღე, შემდეგ შევავსე ბლანკი და დავრეგისტრირდი ბიბლიოთეკაში.. შესაბამისად მომანიჭეს კოდი ( 1104)... თავიდან ვცადე ჩემით მომეძებნა სასურველი ინფორმაიცა, მაგრამ ავტორების სახელისა და გვარების მიხედვით დალაგებულ კატალოგებში მივხვდი ვერ მივაგნებდი მას. შემდეგ მივედი ბიბლიოთეკართან და ვთხოვე აეხსნა სად შეიძლებოდა მენახა სტატიები კინოხელოვნებაზე... მან მიმითითა ერთი აუდიტორიისკენ... იქ დამხვდა კიდევ ერთი ბიბლიოთეკარი და მანახა სტატიები კინოელოვნებაზე, რომელიც რუსულ ენაზე იყო (ქართულად არაფერი არ იყო) , რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ენას (იმიტომ რომ რუსული საკმაოდ კარგად ვიცი) , მაგრამ ვერ ვნახე ისეთი სტატია, რომელიც ჩემი თემის ფორმატში ჯდებოდა... (სანამ სტატიებს ვარჩევდი ჩემი პირადობა ჩამმართვეს). ასე დავემშვიდობე ამ ადამიანს და წამოვედი მესამე ბობლიოთეკარისკენ.. მას ვთხოვე სათაურების მიხედვით დალაგებული კატალოგი ეჩვენებინა, რომელიც ინტერნეტ საცავი აღმოჩნდა, მან მირჩია მომეძებნა დარგობრივი კატალოგი და მიმითითა, სად უნდა მენახა სხვადასხვა დარგების კოდები.მითხრა რომ ჩემი თემა „ხელოვნების“ დარგში უნდა მენახა (დახმარებაც შემომთავაზა, მაგრამ არ შევაწუხე). მივედი იქ, სადაც მიმითითა, კედელზე გამოკრულ ფურცელზე ამოვიკითხე ხელოვნების კოდი 85 იყო იქ და მივაგენი 4 კატალოგს, ერთ-ერთში აღმოვაჩინე კინოხელოვნება და ამოვიწერე სათაურები... შემდეგ მითხრეს, რომ უნდა გამომეწერა ბლანკებზე დაწვრილებითი ინფორმაცია. ვნახე, თავიდან შევავსე ბლანკები და მითხრეს რომ 7ივე წიგნს მომიძებნიდნენ ნახევარ საათში საცვში. ჩამომიტანეს წიგნები მე ჯერ ისინი დარბაზში გავიტანე (პირადობა იქ დაიტოვეს) შემდეგ გადავხედე დარბაზში და 4 მათგანი გამოვწერე ერთი კვირით. (პირადობა დამიბრუნეს) :)))

ბიბლიოგრაფია ილიაუნის ბიბლიოთეკაში

ცხოვრება და ხელოვნება
რა არის ხელოვნება? ცხოვრების გარეშე დგას იგი, ცხოვრების ზედმეტი ბარგია, მისი აუცილებელი და არსებითი ნაწილია, თუ მასზედ უმაღლესი და მისი გამამშვენებელი? ანდა ხელოვნება იქნებ თვით ცხოვრება იყოს, დარგი ცხოვრებისა, ურომლოდაც ცხოვრება არ არის სრული? ცხადია, რომ ცხოვრება სრული და მარალი ისევე შეუძლებელია გარეშე ხელოვნებისა, ვით სიციცხლე უმზეოდ...
[...] ცხოვრება იმ ხალხისა, რომელსაც ხელოვნება არა აქვს, ნადირთა ცხოვრებაა. უმაღლესი ხელოვნება-უმაღლესი კულტურისა და ცხოვრების შექმნილია...ხელოვნების დაცემა ნიშნავს კულტურის დაცემას,ცხოვრების გავერანებასა და გაველურებას.
ხელოვნება ცხოვრების უფრო გრძნობიერი დარგია. ყოველივე ცვლილებას ცხოვებაში მასზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორც ბარომეტრზე ატმოსფეროს ცვლილებას. როცა ცხოვრების ესა თუ ის ძარღვი ლპება, როცა ცხოვრებას ახალი სული დაბერავს ხოლმე, ამას პირველად ხელოვნება აღნიშნავს.
ხელოვნების მეუფენი ის გენიოსები არიან, რომელნიც თითქმის საუკუნებით ადრე გრძნობდნენ, რომ ძველი ცხოვრება დამპალია, ახალმა უნდა გაიდგას ფესვი...
[...] ამგვარი დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას ცხოვრებისთვის... ან კი რას ვამბობ,ხელოვნება თვით ცხოვრებაა, მისი საუკეთესო ნაწილი, მისი სულისჩამდგმელი. ხელოვნებაშია გამოხატული ის იდეალი, რომელიც ცხოვრებასა აქვს დასახული. ხელოვნებაშია შედუღებული ის ფორმა და შინაარსი, რომლის შეუხამებლობა ქმნის ტრაგედიას ცხოვრებისას. ხელოვნებამ მიაღწია იმ ჰარმონიას სულსა და ხორცს შორის, რომლის გარეშე ცხოვრება უბადრუკი რამ არის. ხელოვნებამ გვაჩვენა, თუ რა შეუძლია ადამიანის ღვთაებრივობას, მის დიდებილ გონებას. იგი ასწორებს და ამშვენებს იმ ცხოვრებას, რომელიც რაღაც აბსოლუტური მიუწვდომელი ინდიფერენტიზმის შექმნილია...
[...] მაშ, თაყვანი ვცეთ ხელოვნებას, როგორც ჩვენს მამამხნევებელს, მომავალი ბედნიერების გამომხატველს და ვიამაყოთ მით, ვინაიდან იგია კაცის ღვთაებრიობის შეურყეველი საბუთი.

კიტა აბაშიძე
„ცხოვრება და ხელოვნება“ (1971 წ.) გვ. 37-38-39


ბიბლიოგრაფიული შენიშვნა
ჩვენი გონება იმდენად დაშჲნებულია, ისეთ სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი, რომ ვერაფრით ვერ წარმოგვიდგენია, თუ ქართულ ცხოვრებას და ლიტერატურას შეუძლია რაიმე თავმომწონისა და თავგამოსაჩენის შექმნა. ამიტომაც, სიცილადაც არა ჰყოფნის ეჭვით აღსავსე ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენს ლიტერატურაში რაიმე ხეირიანი მაგალითი აღვნიშნე.

კიტა აბაშიძე
„ცხოვრება და ხელოვნება“ ( 1971 წ. ) გვ.271


კინემატოგრაფიის მოკლე ისტორია
ხელოვნებათა შორის კინო ყველაზე ნორჩი და ამავე დროს ყველაზე მასობრივი ხელოვნებაა.
კინო, როგორც სინთეზური ხელოვნება, აერთიანებს ლიტერატურის, თეატრის, ესტრადის, ცირკის, აგრეთვე სახვითი და პლასტიკური ხელოვნების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას.
კინემატოგრაფია შეიცავს ყველა ამ ელემენტს და მათი შერწყმის საშუალებით ქმნის ახალი სინთეზური ხელოვნების - კინოს შესანიშნავ ნაწარმოებებს.
პირველად მთელს მსოფლიოში კინოსურათი ეკრანზე ნაჩვენები იყო ქ.პარიზში 1895 წლის 28 დეკემბერს. დავიხსომოთ ეს შესანიშნავი თარიღი: ამ დღეს გაჩნდა კინემატოგრაფი, და ეს დღეა მისი ისტორიის დასაწყისი.
ამჟამად მრავალი ასეული ათასი მაყურებელი ყოველდღიურად მიდის ჩვენი თვალუწვდენელი სამშობლოს კინო-თეატრებში...
[...]დიდი შრომა და ენერგია უნდა დაეხარჯა კაცობრიობას, რომ კინოგადაღების განხორციელების ცოდნას დაუფლებოდა.
სანამ დღევანდელ ტექნიკურ სრულყოფას მიაღწევდა, კინემატოგრაფიას მეტად გრძელი და ძნელი გზა უნდა გადაელახა, ბევრი ეტაპი უნდა გაევლო, როგორიც არის: პირველი სტრობოსკოპული სათამაშოები, კამერა-ობსკურა, ჯადო-ფარანი, ლითონის ფირფიტები და სხვ.

დავით კანდელაკი
„კინოხელობნება“ (1957 წ.) გვ.22


შენიშვნები და ინტერმედიები
თითქოს დროის ნიშანიაო: ქაღალდზე მოზღვავდა სიტყვა, ეკრანზე-ფილმი. სიტყვისა და ფილმის ამ ნიაღვარში ხშირად ძნელდება ნამდვილ ფასეულობათა გამორჩევა, ჭეშმარიტი სიახლის განსხვავება ამაო სენსაციისგან, ნამდვილი სამკვიდროსი-მსწრაფლწარმავალისაგან, სიმართლისა-ჭორისგან. მაგრამ დრო მართლაც კინემატოგრაფიული სისწრაფით ცხრილავს ამ, ერთი შეხედვით,საშიშრად დაძრულ ფილმისა და სიტყვის ნაკადს. „წყალნი წავლენ და წამოვლენ“ ... ქვიშანი რჩებიან.
„იუნესკოს“ ცნობით, წელიწადში ხუთი ათასამდე მარტო მხატვრული სრულმეტრაჟიანი კინოსირათი გამოდის მსოფლიოს ეკრანებზე. აქ არ მიითვლება ათასობით ათასი დოკუმენტური, ნახატი და სატელევიზიო ფილმი. ყველა ერთად კი ალბათ რაღაც კილოსად იქცეოდა.
რა მიაქვთ ფილმებს ასობით მილიონ მაყურებელთან? რით კვებავენ ადამიანის სულსა და გონებას? ასახავენ თუ არა კაცობრიობის ისტორიაში ასახულ ძვრებს, დღევანდელი მსოფლიოს გამძაფრებულ წინააღმდეგობებს?...
[...] ყოველი დრო წარმოშობს ახალ მოვლენებს. მათში ისახება საზოგადოებრივი ცხოვრების ძვრები, ისინი იწვევენ ახალ აზრებს. ხელოვნების კანონიკური ფორმები კი ვეღარ იტევენ სიახლეს, ახალი აზრის გამოსახატავად მუდამ საჭიროა ახალი ფორმები. უამისოდ არ არსებობს წინსვლა ხელოვნებაში.
ცხოვრებისეული ახალი თემების და მხატვრულ სამყაროში ჯერ კიდევ უცნობი ხასიათების გასახსენებლად, საუკუნის მოვლენათა და დღევენდელი ადამიანების სულიერი და ზნეობრივი ურთიერთდამოკიდებულებების გამოსახატავად კინო დაუცხრომლად ეძებს ახალ გამომსახველობითს საშუალებებს. კინოხელოვნებაში მთელი სიმკაცრით დგება ორი ძირითადი პრობლემა: თანამედროვეობის სიმართლით ასახვა და თვით ეკრანის ხელოვნების თანამედროვეობა; სულ უფრო საცნაური ხდება ორი ძირითადი ტენდენცია- სწრაფვა დოკუმენტალიზმისკენ, რომელიც მხატვრულ პრინციპამდე მაღლდება, და ლტოლვა ანალიტიკურობისაკენ. კინოში ეს პროცესი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ იგი უკვე გასცდა „ხშული“ რეაქციის სტადიას და მისი ცხოველისმყოფელი დინებით მკვეთრად ისახება ახალი პროგრესული მიმართულება.
შესაძლოა, არსად ისე არ იგრძნობოდეს უმოძრაობა და ერთფეროვნება, როგორც მხატვრულ შემოქმედებაში . მაყურებელთან თუ მკითხველთან უშუალო კონტაქტში ხელოვნების ჭეშმარიტი ნაწარმოები, მისი მოქალაქეობრივი სულისკვეთება და პათოსი უცებ იქცევა საზოგადოებრივ ფაქტად. ჩვენს დროში კი არ არსებობს კინოზე უფრო მასობრივი, უფრო სახალხო ხელოვნება. ამას ადასტურებს ის, რომ ჩვენი ქვეყნის კინოთეატრებში ყოველწლიურად ოთხ მილიარდზე მეტი ადამიანი დაიარება, თითქმის ყოველდღე ათობით მილიონი ადამიანი ტელევიზიით ხედავს კინოხელოვნების ნაწარმოებს. ჩვენი სურვილის გარეშე, ჩვენგან დამოუკიდებლად კინოს გავლენა შეუნელებლად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში-ყოფაზე, ცნობიერებაზე. აი, რა უდიდესი ძალაა კინო, იდეური ზემოქმედებისა და ესთეტიკური აღზრდის რა უძლიერესი იარაღია.
კინოხელოვნებისადმი მზარდი ინტერესი დროის დამახასიათებელი მოვლენა გახდა, ხოლო ქვეყნებსა და ხალხებს შორის სულიერ საგანძურთა გაცვლა დღეს სოციალური და კულტურული პროგრესის მნიშვნელოვან პირობად იქცა. [...] იდეათა ბრძოლა, რომელმაც საყოველთაო ხასიათი მიიღო, მის მოწოდებაზე, მის ისტორიულ დანიშნულებასა და ფსიქოლოგიურ არსზე, დღევანდელობის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად იქცა. მაგრამ შესაძლოა, ეს ბრძოლა არსად არ გამოიხატება ისე მკვეთრად, როგორც ხელოვნებაში მოდერმიზმისა და სოციალისტური რეალიზმის ურთიერთდაპირისპირებისას; არსად არ შიშვლდება ასე მებრძოლ მხარეთა ტენდენციები, რომლის ძირები განსხვავებულ მსოფლმხედველობათა კონფლიქტში ძევს. მოდერნისტულ მიმდინარეობათა ძირითად ნიშნებს-ხელოვნების დეჰუმანიზაციას, პიროვნების მისტიფიკაციას, მის დაცლას ადამიანურობისაგან უპირისპირდება ჩვენი ხელოვნების მისწრაფება-გახსნას ადამიანის სულიერი სამყარო, მისი კეთილი საწყისები, კაცთმოყვარეობა, ნათელი ოპტიმიზმით ასახოს ეპოქის ტრაგიკული კონფლიქტები, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი საზოგადოებრივი წყობის ფორმირების ურთულეს პრობლემათა გადაჭრაში. ცხადია, ეს არ არის ცალკეულ შემოქმედთა, ან მხატვრულ მიმდინარეობათა უბრალო შეკამათება, ჩვეულებრივი პოლემიკა და რაგინდ სპეციფიკურადაც არ უნდა გვეჩვენოს იგი, დღეს სულ უფრო შეუნიღბავად ცხადდება ხელოვნებაში ურთიერთსაპირისპირო მიმდინარეობათა ორგანულ კავშირში თანამედროვეობის ძირითად პოლიტიკურ და ფილოსოფიურ კონცეფციებთან. ამიტომაც, კინოფილმების წაემოება და ექსპორტი. დღეს, არსებითად, მილიონობით ადამიანის მსოფლმხედველობის, იდეოლოგიისა და მორალის განსაზღვრისათვის ბრძოლას წარმოადგენს. ამიტომაც დადგა კინო იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე, ამიტომაც ასე დიდი ყურადღებით ეკიდებიან მას მთავრობები, პარლამენტები, პარტიები, ეკლესია.

ოთარ სეფიაშვილი
„ეკრანი და დრო“ (1969 წ.) გვ. 7-8-9-10

კინემატოგრაფისტის ჩივილი
დიდ კინემატოგრაფიას შემოქმედ რეჟისორთან ერთად კარგი მაყურებელიც ქმნის. „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო“, ამბობს ქართველი კაცი და იმ ჰარმონიას გულისხმობს,ხელოვანსა და აუდიტორიას შორის აუცილებლად რომ უნდა არსებობდეს.მაგრამ ზოგჯერ ცუდ მთქმელს ცუდი გამგონე ყავს და ეს იმ წერილებითაც დასტურდება,რომლებსაც ხშირად რეჟისორები და მსახიობები (მაყურებელთა უმრავლესობა არ იმახსოვრებს ფილმის შექმნილი კოლექტივის სხვა წევრებს) მაყურებლისაგან ღებულობენ. ან ამ ბარათებში გამომჟღავნებულია დიდი ინტერესი და სიყვარული კინემატოგრაფიისადმი,მაგრამ ამ გრძნობას ზოგჯერ თან ერთვის მეტისმეტად დაბალი გემონება და უმეცრებაც. აქ წამოიჭრება ერთობ აქტუალური საკითხი მაყურებლის დახვეწილი გემოვნების გამომუშავებისა, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ. პირიქით, ზოგიერთს მაყურებელთა წერილები დემგოგიურად აქვს მომარჯვებუი პროფესიული კრიტიკის წინააღმდეგ (თუკი ასეთი სადმე გამოჩნდება),- ამოყრის ჯიბიდან ან უჯრიდან უამრავ წერილს და ამტკიცებს: ჩემი ფილმი ხალხს მოსწონს და მეც მისთვის ვქმნიო.კრიტიკას კი ინტრიგად ჩასთვლის და უდრტვინველად განაგრძობს მდარე კინოსურათების გადაღებას იმას კი არ უფიქრდება,რომ ყოველი მაყურებლის წერილი ხალხის ობიექტურ აზრად არ გამოდგება.

აკაკი ბაქრაძე, „კინოკრიტიკული ეტიუდები“, (გვ.17-18.1966 წ.)

კომეტარი:
აკაკი ბაქრაძის ეს წერილი მოყვანილია იმ აზრის გასამტკიცებლად, რომ არის შემთხვევები, როდესაც ხდება ფილმით გადმოცემული ინფორმაციის არაადეკვატური აღქმა. მოცემული წიგნი გამოცემულია 1966 წელს და ასახავს იმ დროინდელი მაყურებლის გარკვეული ნაწილის დაბალ გემოვნებასა და უმეცრებას. ამ პრობლემის გადაჭრა სურდა აკაკი ბაქრაძეს , იგი თვლიდა რომ ერთობ აქტუალური საკითხი მაყურებლის დახვეწილი გემოვნების გამომუშავება იყო, რომელსაც ქართველი კინემატოგრაფისტები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მისი აზრით არ ხდებოდა კრიტიკის სწორი გაგება.... ეს ყველაფერი იწვევდა გარკვეულ გაუგებრობებს.

სიცრუე სიცრუისა
1860 წელის 17 ოქტომბერს ლ.ტოლსტოიმ ერთ კერძო წერილში ა.ფეტს მისწერა - ხელოვნება სიცრუეაო. „ომი და მშვიდობის“ ავტორს ალბათ დიდი და სერიოზული საბუთი ჰქონდა, როცა ასეთ აზრს გამოთქვამდა ხელოვნებაზე. ამიტომაც დავას სჯობს ლ.ტოლსტოის აზრს ღრმად ჩავუკვირდეთ და ვეცადოთ იმ საიდუმლოს ახსნა, თუ რატომ ვერ იტანს ხელოვნების ვერც ერთი დარგი სიყალბესა და ტყუილს. მართლაც, სიცრუის სიცრუე ან სიცრუის საშუალებით მოთხრობილი სიცრუე შინაგანად ცარიელ, აზრგამოცლილ ამბავს იძლევა (ამიტომ ცხადია და ბუნებრივი მაყურებლისა თუ მკითხველის აღშფოთება, როცა იგი ტყუილთა ტყებას უყურებს ან კითხულობს).

აკაკი ბაქრაძე, „კინოკრიტიკული ეტიუდები“, (გვ.93, 1966 წ.)

კომეტარი:
აკაკი ბაქრაძის მიერ მოყვნილი ლ.ტოლსტოის სიტყვებიც შეიძლება გავიგოთ, როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელება... აქ ნაჩვენებია თუ როგორი უარყიფითი რეაქცია აქვს საზოგადოებას, როდესაც რეჟისორი „ატყუებს“.

Thursday, March 31, 2011

ბიბლიოგრაფია JSTOR-ზე

 Fiction and Imagination

Abstract
What is the role of fiction and imagination in public sector management? It is time to consider the possibility that fiction and other forms of imagination play a larger role in public administration than previously imagined. The author suggests that fiction and imagination influence the choice of public policies and the methods for carrying them out. Fiction and imagination may even affect the meaning of "good" administration. This article examines the role of fiction and imagination in creating the popular beliefs that underlie public administration. It illustrates this process through cases on the deinstitutionalization of the mentally ill, the creation of the U.S. space program, and the effort to reform public administration through the National Performance Review.


24.
Fiction and Imagination: How They Affect Public Administration
Howard E. McCurdy
Public Administration Review, Vol. 55, No. 6 (Nov. - Dec., 1995), pp. 499-506
    

თარგმანი:
შეთხზვა და  წარმოდგენა

რეზიუმე
 
რა როლს ასრულებს შეთხზვა და წარმოსახვა საჯარო სექტორის მართვაში? დროა განვიხილოთ ის შესაძლებლობა, რომ შეთხული და წარმოდგენის სხვა ფორმები დღეს უფრო დიდ როლს თამაშობენ სახელმწოფოს მართვაში, ვიდრე ადრე წარმოედგინათ. ავტორი ვარაუდობს, რომ შეთხზვა და წარმოსახვა გავლენის ახდენს საჯარო პოლიტიკასა და მეთოდებზე, რომლებიც მათ გარეთაცაა. შეთხზული და წარმოსახვითი ანუ ფანტაზია შეიძლება ეხება მნიშვნელობით ე.წ. ”კარგ” ადმინისტრაციას. ეს სტატია იკვლევს შეთხზულისა და წარმოსახვის როლს პოპულარული რწმენის შექმნაში, რომ ხაზი გაუსვას  სახელმწიფო მართვისთვას. იგი წარმოდგენს ამ პროცესს  ფსიქიკურად ავადმყოფების დეინტიტუციონალიზაციის მხრიდან, ასევე,  ამერიკის კოსმოსური პროგრამის შექმნას  და ძალისხმევას,რომ საჯარო ადმინისტრირება, ეროვნული გზით,  ეფექტურად მუშაობდეს.

 კომენტარი:

აქ მოყვანილი სტატია ეხება ფილმების და ზოგადად წარმოსახვისა და ფანტაზიის განვითარებას წინა პერიოდთან შედარებით. ავტორი ასევე ამბობს, რომ ფილმები და საერთოდ წარმოსახვა დიდ როლს თამაშობს საზოგადოების აზროვნებასა და ქცევაზე.. აქ ეს ყველაფერი მმართველობითი  ორგანოს გადმოსახედიდანაცაა განხილული...

 

Wednesday, March 30, 2011

რეალურ ფაქტებზე დაფუძვნებული ფილმები

არსებობს ისეთი ფილმები რომელთა შინაარსი არაა შესული მსოფლიო ან რომელიმე ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ესეთი ამბები რეალურად მომხდარა..... აქ მე მოვიყვან რამდენიმე ფილმის მაგალითს....

კინო და საზოგადოება

საზოგადოების ინფორმირება
 XX საუკუნიდან ანუ იმ დროიდან რაც პირველი ფილმი გადაიღეს საზოგადოების დიდი ნაწილი უყურებს კინოს.... კინოთეატრში, ტელევიზორსა და ინტერნეტში...
თითოეული ფილმიდან შეიძლება სასარგებლო ინფორმაციის გარკვეული დოზით ამოღება, მაგრამ ეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხდება :
1)დოკუმენტურ ფილმებში... ეს უკანასკნელი თითქმის ყველა სფეროს ეხება, მიმოიხილავს და ავრცელებს ინფორმაციას : ბუნებაზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, პლანეტებსა თუ გალაკტიკებზე, ქვეყნებსა და ქალაქებზე, ხელოვნებასა და სპორტზე, სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა თუ ტრადიციებზე და ა.შ..
2) ისტორიულ ფილმებში, სადაც გაცოცხლებულია უამრავი ისტორიული მოვლენა, ტრაგედია, ომი, მმართველი თუ თავდადებული გმირი... ცნობილი კომპოზიტორი, მხატვარი, დიზაინერი თუ უბრალოდ სოციალური ქსელის შემქმნელი სტუდენტი...
მართალია ამ ინფორმაციის მიღება სხვა ხერხებითაც შეიძლება და ფილმი არ არის პირველადი წყარო, მაგრამ ჩემი აზრით ის ყველაზე ახლოსაა საზოგადოებასთან და ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია....
3)მხატვრული ფილმებიდანაც შეიძლება ისეთი ინფორმაციის მიღება როგორიცაა მაგალითად ჩაცმულობის სტილი  ან ვარცხნილობა სხვადასხვა საუკუნეებში, ან უამრავი სხვა წვრილმანი დეტალი...

ფილმის ზეგავლენა საზოგადოებაზე
საზოგადოება უამრავ ინფორმაციას იღებს ფილმებიდან და ამას დიდი გავლენა აქვს მათ აზროვნებასა თუ ქცევაზე.... ჩემი აზრით, საინტერესო და ხარისხიანი ფილმის ყურებით არანაკლებ განვითარდება ადამიანის გონება როგორც კარგი წიგნის კითხვისას... ფილმიც ხომ რომელიგაც წიგნის სცენარით არის დადგმული.... ხალხს სჯერა იმის რასაც უყურებს ეკრანზე...

ინფორმაციის გავრცელება ფილმებით

ფილმების გარკვეული ნაწილი გადაღებულია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით... მსგავსი თემატიკის ფილმები ძირითადად ისტორიულ  ან დოკუმენტურ  ჟანრს განეკუთვნება...

ფილმების თემატიკა ( ჟანრები )

ზღაპრული (ფენტეზი) ,საბავშვო, ანიმაცია , დოკუმენტური , ისტორიული, სათავგადასავლო ,ვესტერნი , დეტექტივი , მძაფრსიუჟეტიანი , თრილერი , საშინელებათა ფილმი , მისტიკა , ფანტასტიკა , კომედია , მელოდრამა , დრამა , მიუზიკლი , ეროტიკული .

Thursday, March 24, 2011

კინოხელოვნება

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.